пятница, 10 июля 2015 г.

დღე მეცხრე

პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის ბოლო დღე ძალიან შრომატევადი და საინტერესო აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს ნამუშევარს და წარმოვადგინე ჩემი პორტფოლიო ტრენინგის მონაწილეების წინაშე , მივიღე რეკომენდაციები, რაც კიდევ ერთხელ ავღნიშნავ , რომ აუცილებელია სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვისათვის. მოვუსმინე სხვათა პორტფოლიოების ნიმუშებს. შევაფასეთ და მივეცით რეკომენდაციები.  საინტერესო იყო სხვების მოსმენა,  რათა მათი რეკომენდაციები და შენიშვნები გავითვალისწინებ ჩემს საქმიანობაშიც.
საბოლოოდ მგონია რომ პროექტი საინტერესო გამოვა.  პროექტის მსვლელობაში ალბათ უფრო დაიხვეწება და გამოჩნდება პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები.
საერთოდ ტრენინგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, სიმართლე გითხრათ ვფიქრობდი ვივლი და ჩამეთვლება მეთქი. მაგრამ ასე არ აღმიჩნდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს, გვანცა სალიას იმ მონდომებისა და მოთმინებისათვის, რასაც ის თვითოეული ჩვენგანის მიმართ იჩენდა, მან შესძლო, რომ შეექმნა ისეთი გარემო, რომ თვითოეულ ჩვენთაგანს ტრენინგიდან ბევრი საჭირო მასალა აეთვისებინა. ტრენინგზე ხალისით მოვდიოდი  და დრო ძალიან ჩქარა გადიოდა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას.
კერძოდ პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით.  ძალიან საინტერესო და საჭირო თანამედროვე სკოლაში მსგავსი აქტივობები. სწავლება უფრო სახალისო და ეფექტური არის. ყველა მოსწავლე  იქნება ჩართული,



четверг, 9 июля 2015 г.

დღე მეერვე

საინტერესო დღე იყო. თუმცა ბევრი ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ ყველა საინტერესო და გამოსაყენებელი არის ჩვენს სსაქმიანობაში.
კერძოდ ძირითადი თემა იყო ფასილიტაცია ტექმოლოგიებით, გავეცანი ნიმუშებს   და შევეხეთ იმ ძირითადი კითხვების ფორმულირებას  რომლებმაც საბოლოოდ უნდა გაგვიყვანოს შედეგზე. ძირითადი კითხვები გამოგვადგება  სწორი მიმართულება მივცეთ ჩვენს პროექტს.
ძალიამ საინტერესო იყო ბლოგებზე სხვადასხვა ინფორმაციის ატვირთვა და  ვებ გვერდის მიბმა.
თითოეული ჩვენი ქმედება ამ ტრენინგზე საჭიროა  და აუცილებლად გამოვიყენებ სწავლების პროცესში. თანამედროვე ახალგაზრდობა კარგად იცნობს და აინტერესებს ტექნოლოგიები რასაც აუცილებლად სჭირდება ჩვენი მხრიდან სწორი წარმართვა, რაშიც ეს ცოდნა აუცილებლად გამომადგება.



вторник, 7 июля 2015 г.

დღე მეშვიდე

მოვისმინეთ მოსწავლეთა სავარაულო ნაშრომები, დავარჩიეთ და მივეცით რეკომენდაციები, რომლებიც თვითოეულ ძჩვენგანს გამოადგება სასწავლო პროცესში. გავეცანი გარდნერისა და ბლუმის მატრიცას და შევეცადო მომერგო ჩემი პოექტისათვის. მოვახდინე ჩემი ბლოგის დიზაინი , შევიტანე ჩემი ფაილები .  

საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა პროექტზე მუშაობა, მაგრამ იმედია პროექტი საინტერესო გამოვა. თვითოეული ნაბიჯი გათვლილი დ

пятница, 3 июля 2015 г.

დღე მეექვსე

წარმოვადგინე ჩემს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. კამაყოფილი დავრჩი იმით, რომ მივიღე რჩევები, შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომში.
შეფასება სწავლების ერთერთი რთული საკითხია, გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებსა და ჩეკლისტებს. შევეცდები მოვარგო ჩემს პროექტს.  სწორი შეფასება  აუცილებელია და მიღებული ცოდნა გამომადგება სწავლების პროცესში.

четверг, 2 июля 2015 г.

დღე მეხუთე

გავეცანით უკუკავშირის მნიშვნელობას..ძალიან მომეწონა, რომ მოვახდინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, გავუზიარე ჩემი აზრები პროექტის ირგვლივ. მივიღე რჩევები, რაც დამეხმარება პროექტზემე მუშაობისას. კმაყოფილი დავრჩი,რომ მივიღე რაღაც საკითხებში დადებითი შეფასება.  ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე , ვიმუშავე  სლაიდების შექმნაზე, რომელიც ნაწილობრივ ვიცოდი მაგრამ ბევრი ახალი რამ გავიგე და გავაკეთე, რაც შეეხება სქემებისა და დიაგრამების შექმნასა და გამოყენებას. რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. თანდათან უფრო ნათლად ჩამოვყალიბდი იმ საკითხებზე რომლებიც გამომადგება პროექტზე მუშაობისას
.კარგია, რომ არც კი გამიგია როგორ გავიდა დრო. 

пятница, 26 июня 2015 г.

დღე მესამე

დღეს შევისწავლე პროექტის  კითხვების სწორად დასმა და შერჩევა. გააანალიზე და დავსვი პროექტის ირგვლივ ზოგადი, თემატური და კონკრეტული შინაარსობრივი კითხვები.   

четверг, 25 июня 2015 г.

დღე მეორე

შევარჩიე პრეზენტაციის თემა. ძირითადად ჩამოვყალიბდი თუ რა მიმართულებით და როგორ დავიწყო მუშაობა. გავეცანი და შევისწავლე  ბროშურის ნიმუშები და შევეცადე მემუშავა ჩემი ბროშურის შექმნაზე.   ჩავსვი ჩემთვის საინტერესო სურათები. ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე პრეზენტაციის ირგვლივ. მივიღე პასუხები ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე.